05 Sep
05Sep

ინტერვიუ ჟურნალ OK-თან

ანი მაჭავარიანი ახალგაზრდა დიზაინერია, რომლის საქმიანობა ინტერიერიზე ზრუნვაა; როგორც თავად აღნიშნავს, საკუთარი პროფესია მისთვის მთავარი გატაცება და კომფორტის ზონაა. სხვადასხვა დროს დეველოპერულ კომპანიებსა და დიზაინის სტუდიებში მუშაობის შემდეგ, ერთგულ გუნდს უწყვეტად დაუკავშირდა და დამკვეთებთან ინდივიდუალურად თანამშრომლობს, პარალელურად კი კომპანია DEMAX GROUP-თან კოლაბორაციით მომხამრებლებს გამორჩეულ სტილსა და ინტერიერის ახლებურ გააზრებას სთავაზობს. 


საკმაოდ შრომატევად პროფესიას ემსახურებით, რა არის მთავარი მოტივატორი?

მთავარი მოტივატორი ისაა, რომ ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, იშვიათად, როცა ძალიან გადავიღლები, ვუყურებ წლების წინ ჩემ შექმნილ ნამშევრებს, ვიაზრებ, რომ მას შემდეგ გაზრდა მოვახერზე და ყველაზე ძლიერი ენთუზიაზმით ვივსები. 

როგორ ახერხებთ, დამკვეთის პროექტში საკუთარი ხელწერა არ დაკარგოთ? 

ზოგჯერ ეს ამოცანა ძალიან რთულია, დამოკიდებულია დამკვეთის ხასიათზე, ცხოვრების სტილსა და გემოვნებაზე. როცა ორივე მხარეს შორის საერთო ხედვები ჩნდება, მუშაობა ენთუზიაზმით მავსებს. არის შემთხვევები, როცა დამკვეთის კონკრეტულ მოთხოვნას ვითვალისწინებთ, მაგრამ თუ ეს კონტექსტიდან ამოვარდნილია, კომპრომისზე წასვლა სწორი არ არის. 


როგორ დაახასიათებდით ქართულ ბაზარს ინტერიერის დიზაინის თვალსაზრისით?

ჩვენთან ინტერიერის დიზაინის კუთხით მომართვიანობის კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა სულ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება აქტუალური ტენდენცია, რომელიც სივრცის მოწყობის პროცესში პროფესიონალი ადამიანების დახმარებას გულისხმობს. 

და ბოლოს, რა არის თქვენთვის სახლი?

როდესაც სტუმრად ვიმყოფები და ინტერიერს ვაკვირდები, ასე ადანმიანების დაახლოებითი პროტოტიპის ამოცნობა შემიძლია. ეს სახალისო სავარჯიშოა, სახლს აქვს უნარი, უსიტყვოდ გადმოსცეს ადამიანის ბუნება და მის შეცნობაშ დაგეხმაროს. 


Comments
* The email will not be published on the website.